- 17/02/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, არქიტექტურის პროგრამაზე ჩატარდა საკურსო პროექტების გამოფენა და დაჯილდოება. ღონისძიება ასევე მოიცავდა დასკვნით გამოცდებს არქიტექტურულ პროექტირებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოდგომის სემესტრში შესრულებული საუკეთესო პროექტები. კონკურსში მონაწილეობდნენ II, III და IV კურსის სტუდენტები. თემები მოიცავდა საცხოვრებელ სახლს, სკოლასა და მუზეუმს. პროექტების საპრეზენტაციო ფორმატი იყო A1 პლანშეტები მაკეტებთან

კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლამ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ტრადიციულ აკადემიურ ქსელურ ღონისძიებას „ყავა და ჩაი დეკანთან და პროფესორებთან ერთად“. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანი, აფილირებული პროფესორები, ფაკულტეტის წევრები და მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის პროგრამის მეორე კოჰორტის სტუდენტები. ღონისძიება ძირითადად მიეძღვნა MIT-ის ორმაგი ხარისხის პროგრამის ღია განხილვას, მათ შორის მის მიმდინარე იმპლემენტაციებს, სამომავლო შესაძლებლობებს,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. IBSU-ში წელს პირველად ამოქმედდა 3-წლიანი „გრაფიკული დიზაინის“ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელმაც პირველივე სემესტრში შთამბეჭდავი ინტერესი გამოიწვია. პროგრამის სტუდენტებთან ერთად მის ძირითად საგნებს – დიზაინის საფუძვლები, ფოტოხელოვნება, ილუსტრატორი (2D ვექტორული გრაფიკა) და ხატვა – არჩევითის სახით სხვა პროგრამის სტუდენტებიც შეურთდნენ. ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებმა უკვე მოამზადეს თავიანთი ნამუშევრები,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის – Massachusetts Institute of Technology (MIT) – პარტნიორობის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ანი მერაბიშვილი სრული დაფინანსებით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას იღებს MIT-ში გამართულ სამკვირიან StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაში. “პროცესი საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა – მას შემდეგ, რაც IBSU-ს სტუდენტურ ჯგუფში ამ შესაძლებლობის შესახებ

12 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და დასკვნითი ნაშრომების საჯარო დაცვა აღნიშნა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდა საერთაშორისო კომისიის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც IBSU-ს, ასევე გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Applied Sciences Zwickau) პროფესორ-მასწავლებლები. დაცვის პროცესს

IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს. IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებმა – ნოდარი მენთეშაშვილმა, გიორგი მათიაშვილმა და ალექსანდრე ქიტუაშვილმა – თავიანთი ინოვაციური სტარტაპით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და 25 000 ლარის დაფინანსება მოიპოვეს. მათი სტარტაპი „მემამულე“ წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აგრონომს,

IBSU-ის სტუდენტებმა ტექნოლოგიურ ჰაკათონში სპეციალური პრიზი მოიპოვეს! 14–16 ნოემბერს, Startup Büro-სა და Gagra Ventures-ის ორგანიზებით SEU-ში გაიმართა 48-საათიანი ტექნოლოგიური ჰაკათონი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ასობით ახალგაზრდა ინოვატორი, დეველოპერი და დიზაინერი გააერთიანა. ჰაკათონში IBSU-ს 10-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. IBSU-ს სტუდენტების გუნდმა სპეციალური ჯილდო Effort Prize – EyeGu | $500 მოიპოვა. მათ წარადგინეს სისტემა “EyeGu”, რომელიც უსაფრთხოების პერსონალს მოსალოდნელი

შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის კურსდამთავრებულების მარიამ სხირტლაძისა და თიკო გოგიას სადიპლომო ნამუშერებმა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის აღიარება მოიპოვეს. მარიამ სხირტლაძის პროექტმა „ლა პომმე“ (სიდრის ჰაბი) პირველი ადგილი აიღო საზოგადოებრივი შენობის ნომინაციაში. მისი პროექტი ეხმაურება პრობლემას რომელიც გორის რაიონში გამოუყენებელი ვაშლის გადამუშავებით სიდრის წარმოებას გულისხმობს და კომპლექსში აერთიანებს ქარხანას, რესტორნებსა და საზოგადოებრივ