- 12/10/2017
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველსემესტრულად აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინიციატივების დასაფინანსებლად. ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიული აქტივობის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. განსახილველად წარმოდგენილი ღონისძიებები თემატურად მოქცეულია ფაკულტეტზე მოქმედი სპეციალობების – საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის ფარგლებში, და გამიზნულია სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის. იხილეთ მიმდინარე განცხადება განცხადების ფორმა
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო „სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები“. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში საჭირო ტრანსფერული უნარების გამომუშავებას და გაუმჯობესებას. ტრენინგების სერიის ფარგლებში მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას.
10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ პირველკურსელ მაგისტრანტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის სპეციფიკას, პროგრამის კურიკულუმს, სალექციო და საგამოცდო პროცედურებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა დეტალებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საჭირო ტექნიკურ საკითხებს, ელექტრონულ ბაზებს და მათთვის დაგეგმილ კვლევით პროექტებს.
9 ოქტომბერს სტუდენტები, რომლებიც გადიან არჩევნების გაშუქების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებაში (ISFED), რომელიც არჩევნების საკითხებზე მომუშავე მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ სტუდენტებს აუხსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მუშაობის პრინციპი, ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, რაზეც ჟურნალისტებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება.
4 ოქტომბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი შეხვდა პროგრამის ლექტორებს. საორიენტაციო შეხვედრაზე ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეტალების, ძირითადი მოვალეობების, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგების შესახებ.
გთხოვთ, შეამოწმოთ შუალედური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართეთ საგამოცდო ცენტრს (A307) 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. შუალედური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს განცხადებით და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან ხუთ კალენდარულ დღეში; შუალედური გამოცდების აღდგენითი გამოცდები დაინიშნება:
28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. ლექციას გაუძღვნენ ინსტიტუტის მკვლევარი და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ იაკობიძე და ინსტიტუტის მთავარი იურისტი ნინო მერებაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა, რა არის და რა არ არის საჯარო
20 სექტემბერს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ქარაზანიშვილი პროგრამის ლექტორებს შეხვდნენ. საორიენტაციო შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი მოვალეობები, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესები და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგები.
2017 წლის 27 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დეკანის მოადგილე ნინო კერესელიძის, ფაკულტეტის საბჭოს წევრებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანახელმძღვანელობის, და პუბლიკაციების საკითხები. დოქტორანტი სტუდენტებისთვის იგეგმება საერთო კვლევა ევროკავშირი-საქართველოს საკითხებზე, სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტები და პროფესიული მომზადება დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ასევე დოქტორანტებისთვის დაიწყო ყოველკვირეული სადოქტორო ვორქშოფები რომლის
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00