• 13/05/2024

    პროექტი “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის”  უფასო ტრენინგს უმასპინძლა. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს, მის მნიშვნელობასა და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.

    • 29/04/2024

    ირაკლი შამათავამ უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აკადემიურ პერსონალთან, ასოცირებულ პროფესორ გოგა კიკილაშვილთან და აფილირებულ პროფესორ ანდრეა ბორონთან ერთად უნივერსიტეტში უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს; შედეგად, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი გაცვლითი პროგრამები

    • 23/04/2024

    IBSU-ს რექტორი და პრორექტორი განათლების მიმართულებით ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო “გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის გლობალური იურიდიული განათლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები, იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ELFA-ს

    • 22/04/2024

    გასვლითი ლექცია-სემინარი პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ირაკლი შამათავა, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი თამარ კაკუტია და უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები პროფესიულ კოლეჯ “იკაროსს” ესტუმრნენ, სადაც “შესავალი განათლების პოლიტიკაში” ფარგლებში გასვლითი ლექცია-სემინარი ჩატარდა. პროფესიული კოლეჯის დირექტორმა რუსუდან ჩართოლანმა, კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და

    • 17/04/2024

    IBSU-მ ტრენინგის “სამართალი მოსწავლეებისთვის” მორიგ ნაკადს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” გაიმართა. სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესებისა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის პროგრამას და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგს უძღვებოდნენ IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

    • 02/04/2024

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი YOUTHTITIA-ის პრეზენტაციას დაესწრო

    იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა, ხოლო ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. ინოვაციური პროექტი განკუთვნილია იურიდიული

    • 26/03/2024

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი სტუდენტებს შეხვდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა.    ირაკლი შამათავამ სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და სამართლის კლინიკის გაძლიერებაზე. დეკანის განცხადებით, სამეცნიერო მიმართულებით ბევრი სიახლე დაიგეგმება, ინტენსიურად მოხდება პუბლიკაციების

    • 28/12/2023

    IBSU-მ საადვოკატო ბიუროსთან “ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საადვოკატო ბიურომ „ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის

    • 26/12/2023

    IBSU-სა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და “OK & CG”-ის დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.