• 20/06/2023

    დისკუსია სემესტრულ გაცვლით პროგრამებზე

    საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა გაცვლითი პროგრამების ორგზის მონაწილე IBSU-ს სტუდენტ მარიამ ბანეტიშვილთან, რომელიც სემესტრული გაცვლითი პროგრამით საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მარიამმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები გააცნო.

    • 13/06/2023

    IBSU-ს სამართლის სტუდენტების მორიგი წარმატება

    IBSU-ს სამართლის სტუდენტები, მანჩო გაჩეჩილაძე და ბაჩო დეკანოია “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის 2023-ის” გამარჯვებულები არიან! იმიტირებულ პროცესში 12 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. წერილობით ეტაპი 8 გუნდმა გადალახა, ხოლო ფინალში 3 გადავიდა. ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია. გამარჯვებულ გუნდს გადაეცათ თასი, ფულადი და სიმბოლური საჩუქრები.

    • 12/06/2023

    საჯარო ლექცია – კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში

    საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით,  IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში,” რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.

    • 09/06/2023

    IBSU-ში ჩატარდა პროექტი რთული შემთხვევები სამართალში“

    IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა პროექტი „რთული შემთხვევები სამართალში,“ რომელშიც ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტში გაიმარჯვა თინათინ ქიმბარიშვილისა და გვანცა ძოწენიძის გუნდმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, ბრენდირებული საჩუქრები, ფრიდრიხ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის წიგნები და კავეას ბილეთები. სერტიფიკატი ასევე გადაეცა პროექტის ყველა მონაწილეს.

    • 08/06/2023

    შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის კურსდამთავრებულებთან

    IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების ორგანიზებით, საგნის “პროექტის მართვა” ფარგლებში გაიმართა პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, სადაც მათ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები.

    • 08/06/2023

    IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია

    IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტის სასახლე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ქართული პარლამენტის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის ფორმებსა და წესებს. ვიზიტის ორგანიზატორი იყო სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ-ნი ზურაბ ჯიბღაშვილი.