სიახლეები – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  • IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები Paragraph Golf & Spa Tabori-ში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურზე იმყოფებოდნენ
    • 03/06/2026

    IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები Paragraph Golf & Spa Tabori-ში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურზე იმყოფებოდნენ

    ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მოწვეული ლექტორების ორგანიზებით (ციცინო ჯანგიძე, ნინო შონია) სტუდენტებს, სასწავლო კურსების „სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისა“ და „სასტუმროს მენეჯმენტი“ ფარგლებში უმასპინძლა Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-მა. სასტუმროს ღონისძიებების კოორდინატორის, თინათინ ელისაბედაშვილის, ხელმძღვანელობით ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრიის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად დაათვალიერეს სასტუმროს Front Office-ისა

  • IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო Mini PhD Tourism Program-ში ადგილობრივი მენტორის სატატუსით მონაწილეობდა
    • 03/06/2026

    IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო Mini PhD Tourism Program-ში ადგილობრივი მენტორის სატატუსით მონაწილეობდა

    IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე საქართველოდან ადგილობრივი მენტორის (Local Mentor) სტატუსით მონაწილეობდა 7-თვიან Mini PhD Tourism Program-ში, რომელიც ორგანიზებული იყო ReachSci Society-ის მიერ და მხარდაჭერილი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ. პროგრამა დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციით – „Community-Based Living Heritage and Tourism Marketing: A Climate-Responsive Approach/თემზე დაფუძნებული ცოცხალი მემკვიდრეობა და ტურიზმის მარკეტინგი: კლიმატზე მორგებული მიდგომა”, კონფერენციაში მონაწილეობდა ტურიზმის

  • IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ ჩატარდა
    • 27/05/2026

    IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი — „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ გაიმართა. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე მარკეტინგის ძირითად პრინციპებს, ბრენდის პოზიციონირების მნიშვნელობას ციფრულ სივრცეში და იმუშავეს ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე. პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა განსაზღვრეს სამიზნე აუდიტორია, შეარჩიეს ეფექტური ციფრული საკომუნიკაციო არხები და დაგეგმეს სარეკლამო სტრატეგიები. ვორქშოფის დასასრულს მონაწილეებმა პრეზენტაციის ფორმატში

  • IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში
    • 24/04/2026

    IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში

    ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში. ვიზიტი განხორციელდა სასტუმროს მენეჯმენტისა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სასწავლო კურსების ფარგლებში. მასპინძელმა მხარემ სტუდენტებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ტიპის ნომრები, საკონფერენციო სივრცეები, სპა ცენტრი და ფიტნეს დარბაზი. სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური პასუხები მათთვის

  • IBSU-მ მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’ მორიგი ტრენინგი ჩაატარა
    • 04/04/2026

    IBSU-მ მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’ მორიგი ტრენინგი ჩაატარა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა სრულად დაფინანსებული ინტერაქტიური ტრენინგი – „ბიზნეს ანბანი (BOB)“! ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს IX-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მარკეტინგი ფინანსები ბუღალტერია მენეჯმენტი ტურიზმი ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის

  • IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა
    • 30/03/2026

    IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს – „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას აუდიტის, ფინანსებისა და კონსალტინგის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია PwC-ში მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და მოისმინეს რეკომენდაციები ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყების შესახებ. ასევე, ღონისძიებაზე სპიკერად იყო IBSU-ს კურსდამთავრებული, რომელიც დღეს PwC-ში მუშაობს და დამსწრეებს

  • აუდიტორული კომპანია Ernst & Young (EY) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
    • 27/03/2026

    აუდიტორული კომპანია Ernst & Young (EY) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    გლობალური ლიდერი აუდიტსა და კონსალტინგში EY Georgia შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში! შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აუდიტისა და კონსალტინგის სფეროში გლობალური ლიდერის საქმიანობას. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და რეკრუტინგის პროცესის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას. აღსანიშნავია, რომ EY-მ გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა, რაც IBSU-ს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობას

  • საბა მაისურაძე I HNU Winter School – “Crypto Currencies and Blockchain Ecosystem”
    • 24/11/2025

    საბა მაისურაძე I HNU Winter School – “Crypto Currencies and Blockchain Ecosystem”

    გაიცანით საბა მაისურაძე – IBSU-ს ინგლისურენოვანი ფინანსების პროგრამის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა HNU Winter School-ის „Crypto Currencies and Blockchain Ecosystem“ პროგრამაში! “HNU Winter School-ის „Crypto Currencies and Blockchain Ecosystem“ პროგრამა ჩემთვის ძალიან ღირებული და სასარგებლო გამოცდილება იყო. ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტების და მათი რეალური გამოყენების შესახებ ბევრ ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გავეცანი. ამ პროგრამამ უფრო მეტად

  • Grant Thornton-ის წარმომადგენლები IBSU-ის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ
    • 30/10/2025

    Grant Thornton-ის წარმომადგენლები IBSU-ის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კომპანიას Grant Thornton, რომლის წარმომადგენლებმაც ბიზნესის სკოლის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა, კარიერული შესაძლებლობები და დასაქმების პერსპექტივები. კომპანიის წარმამადგენლებმა თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს და უპასუხეს მათ კითხვებს კარიერული განვითარების საკითხებზე. Grant Thornton – საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 140-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და სთავაზობს ორგანიზაციებს აუდიტის, გადასახადებისა და ბიზნეს