[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ფსიქოლოგია (ინგლისურენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ფსიქოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით. პროგრამა სტუდენტს სთავაზობს ფართო და მრავალმხრივ ცოდნას, აცნობს სხვადასხვა ფსიქოლოგიის სფეროს, პრინციპებსა და მიმდინარე გამოწვევებს.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს კვლევით უნარებს და ასევე, კომუნიკაციის უნარებისა და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელ ეთიკური სტანდარტების დაცვით, უმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენციებს. სწავლის დასრულების შედეგად, კურსდამთავრებულებს განუვითარდებათ პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა; გამოუმუშავდებათ ისეთი ზოგადი და დარგობრივ კომპეტენციები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას წარმატებით დასაქმდნენ, მზად იყვნენ პრაქტიკული საქმიანობისათვის და სწავლა გააგრძელონ სწავლის შემდგომ საფეხურზე.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დასაქმების სფერო

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს წამყვან სპეციალისტად: კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სადაც მოეთხოვება ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები; საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრები, საერთაშორისო პროექტები, კვლევითი ორგანიზაციები და სხვა. გარდა ამისა, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება კომპეტენცია დასაქმდეს სხვა სფეროებშიც. კერძოდ: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებში, ტრენინგ ცენტრებში, კლინიკები/პოლიკლინიკებში; სარეკლამო და PR ინდუსტრიაში და სხვა. კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 3990 ლარი

საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 $

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი

სწავლების ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ქიტოშვილი | nino.kitoshvili@ibsu.edu.ge

ტელეფონი: +995 32 2800 064 (134)

მისამართი: 2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო