- 28/05/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა, სიახლეები
- 74
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებამ აბიტურიენტები და დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებმაც პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია და სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა, სადაც დამსწრეებმა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით შექმნილი მრავალფეროვანი პროექტები დაათვალიერეს. მონაწილეები ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ ვორქშოფში,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა brAInvest Hackathon – ორდღიანი ინოვაციური ჰაკათონი, რომელმაც სტუდენტები, მოსწავლეები, მენტორები და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები გააერთიანა. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ინოვაციურ პროექტებზე, ავითარებდნენ იდეებს MIT-ის Orbit AI პლატფორმის დახმარებით და საკუთარ ნამუშევრებს ჟიურის წინაშე წარადგენდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა დაიკავა: ARIA – 2 000 ლარი ინოვაციური გადაწყვეტა,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ლუცკის ეროვნულმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ლუცკში, უკრაინაში, არის საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების ფართო სპექტრს. უნივერსიტეტი აკადემიურ განათლებას უზრუნველყოფს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკონომიკა, არქიტექტურა, ბიზნესი და გამოყენებითი მეცნიერებები.
ვრცლად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ედიტა მარია პჩაზეკს, ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. შეხვედრას დაესწრნენ ადმინისტრაციის საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი და წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მომავალში ორი უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვლევა.


