[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-14 საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონფერენციას, რომელიც გაიმართება 11-12 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სახელმწიფო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის დარგების წამყვანი ექსპერტები. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პირველკურსელებთან ერთად, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი დაესწრო. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, პირველ 500-ეულსა და 1000-ეულში მყოფ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. საღამო კი მუსიკალურმა ჯგუფებმა - The Bearfox-მა და მარტივმა გამოსავალმა კონცერტით გააგრძელეს. www.newsday.ge

2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე Belt and Road Science and Technology International Workshop

მოგეხსენებათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი შიდა სასწავლო გრანტით აფინანსებს. ახალი შემოთავაზაბის თანახმად, 2018-2019 საასწავლო წლის მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუ-ში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. edu.aris.ge