[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუს მაშკევიჩისთვის, იბსუს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ელჩი მისასალმებელ სიტყვაში პოლონეთის უახლესი ისტორიას შეეხო, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. https://bit.ly/2ORMaQR    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების გახსნას ქართული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დელეგაციების გარდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-14 საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონფერენციას, რომელიც გაიმართება 11-12 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სახელმწიფო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის დარგების წამყვანი ექსპერტები. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პირველკურსელებთან ერთად, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი დაესწრო. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, პირველ 500-ეულსა და 1000-ეულში მყოფ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. საღამო კი მუსიკალურმა ჯგუფებმა - The Bearfox-მა და მარტივმა გამოსავალმა კონცერტით გააგრძელეს. www.newsday.ge

2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე Belt and Road Science and Technology International Workshop

მოგეხსენებათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი შიდა სასწავლო გრანტით აფინანსებს. ახალი შემოთავაზაბის თანახმად, 2018-2019 საასწავლო წლის მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუ-ში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. edu.aris.ge

27-28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ კონფერენციას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო და ისეთ საკითხები მოიცვა როგორიცაა: კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა პოლიტიკის ისტორია