[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც​ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია. ქართველი, ამერიკელი და

IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე ქეთა ციცქიშვილმა ვრცლად ისაუბრა მედიაში კრიმინალის გაშუქების საკითხებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირდებით „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა სტუდენტებს ყალბი ინფორმაციის სახეები გააცნო და კონკურსთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა.

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ყაზახეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი, კონსული, იერლან აბიშევი IBSU-ში ყაზახ სტუდენტებს შეხვდა. იერლან აბიშევი გაეცნო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოში.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში ამავე ქვეყნის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში. პირველი ღონისძიება, რომელსაც ვენამ უმასპინძლა მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის შემსწავლელი ჯგუფის (RSSC SG) მე-3 შეხვედრას და სახელმძღვანელო წიგნის პროექტის „ადამიანის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იმყოფება გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პარტნიორ უნივერსიტეტების რექტორებთან და სხვა სტუმრებთან ერთად. ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ ასევე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კონსულტანტი, მაკა ნასრაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ შოშიაშვილი და მარკეტერი სტუდენტები ესტუმრნენ მცხეთის #1, #2 საჯარო სკოლებს და საგურამოს საჯარო სკოლას. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.