სიახლეები
- 13/03/2020
ელექტრონული რესურსებით სწავლება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2020 წლის 16 მარტიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება ელექტრონული ფორმით.
- ლექციები ჩატარდება საუნივერსიტეტო ცხრილით განსაზღვრულ დროს;
- ლექციები წარიმართება Google-ის ერთ-ერთი პროდუქტით, კერძოდ hangout meet პლატფორმის მეშვეობით;
- პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის ელ-ფოსტის (@ibsu.edu.ge) მეშვეობით;
- პლატფორმაზე წვდომას მოიპოვებთ ელ-ფოსტაზე(@ibsu.edu.ge) მიღებული შეტყობინებით. შესაბამისად, აუცილებელია გქონდეთ აქტიური ელ-ფოსტა (@ibsu.edu.ge);
- იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ უნივერსიტეტის ელ-ფოსტის პაროლი, მიმართეთ უნივერსიტეტის IT განყოფილებას – itdepartment@ibsu.edu.ge
- hangout meet პლატფორმის გამოსაყენებლად:
- ორმხრივი კომუნიკაციისთვის საჭიროა Android Smartphone, iOS Smartphone ან Windows/MAC კომპიუტერი აღჭურვილი ვებ-კამერით, მიკროფონით და დინამიკებით/ ყურსასმენებით;
- სმარფონების შემთხვევაში საჭიროა hangout meet აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ხოლო კომპიუტერის შემთხვევაში – Google Chrome ბრაუზერის უახლესი ვერსიის ქონა;
- ლექტორის მიერ თქვენს ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნისთანავე, გეხსნებათ წვდომა hangout meet აპლიკაციაზე. ამ მიზნით უნდა დააჭიროთ “join hangout meet” ქვევით არსებულ ბმულს (მითითებულია წითლად):
- ბმულზე გადასვლის შემდეგ, გაიხსნება ახალი ფანჯარა. დააჭირეთ „Join Now”.
- სალექციო პროცესში აუდიო ხარისხის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ გათიშოთ მიკროფონები და ჩართოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული საშუალებებით წარმართული სალექციო პროცესის მონიტორინგი ხორციელდება.
ელექტრონული სწავლების პროცესში აქტიურად ისარგებლეთ SMART-ში ატვირთული სასწავლო მასალით.