Image Alt

ელექტრონული რესურსებით სწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებიდან  გამომდინარე, შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2020 წლის 16 მარტიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება ელექტრონული ფორმით.

  1. ლექციები ჩატარდება საუნივერსიტეტო ცხრილით განსაზღვრულ დროს;
  2. ლექციები წარიმართება Google-ის ერთ-ერთი პროდუქტით, კერძოდ hangout meet  პლატფორმის მეშვეობით;
  3. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის ელ-ფოსტის (@ibsu.edu.ge) მეშვეობით;
  4. პლატფორმაზე წვდომას მოიპოვებთ ელ-ფოსტაზე(@ibsu.edu.ge) მიღებული შეტყობინებით. შესაბამისად, აუცილებელია გქონდეთ აქტიური ელ-ფოსტა (@ibsu.edu.ge);
  5. იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ უნივერსიტეტის ელ-ფოსტის პაროლი, მიმართეთ უნივერსიტეტის IT განყოფილებას – itdepartment@ibsu.edu.ge
  6. hangout meet პლატფორმის გამოსაყენებლად:
    • ორმხრივი კომუნიკაციისთვის საჭიროა Android Smartphone, iOS Smartphone ან Windows/MAC კომპიუტერი აღჭურვილი ვებ-კამერით, მიკროფონით და დინამიკებით/ ყურსასმენებით;
    • სმარფონების შემთხვევაში საჭიროა hangout meet აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ხოლო კომპიუტერის შემთხვევაში – Google Chrome ბრაუზერის უახლესი ვერსიის ქონა;
    • ლექტორის მიერ თქვენს ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნისთანავე, გეხსნებათ წვდომა hangout meet  აპლიკაციაზე. ამ მიზნით უნდა დააჭიროთ “join hangout meet” ქვევით არსებულ ბმულს (მითითებულია წითლად):
    • ბმულზე გადასვლის შემდეგ, გაიხსნება ახალი ფანჯარა. დააჭირეთ „Join Now”.
    • სალექციო პროცესში აუდიო ხარისხის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ გათიშოთ მიკროფონები და ჩართოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული საშუალებებით წარმართული  სალექციო პროცესის მონიტორინგი ხორციელდება.
ელექტრონული სწავლების პროცესში აქტიურად ისარგებლეთ SMART-ში ატვირთული სასწავლო მასალით.