[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას უძღვებოდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – ქეით ფიერონი.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:

• ევროკავშირის მისიის მნიშვნელობა და მოკლე ისტორია;
• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა;
• მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები.

ლექციის დასასრულს, მისიის წარმომადგენელმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ძირითადად მიმდინარე პროცესებში მისიის ჩართულობასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების ბედს ეხებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე მესამე წელია მართავს საჯარო ლექციების ციკლს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის. ციკლის მიზანია ევროკავშირისა და მისიის მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება.