ღია კარის დღე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

When

23/04/2026    
2:00 pm

ღონისძიებები

  1. Home
  2. /
  3. ღია კარის დღე

ღია კარის დღე

When

23/04/2026    
2:00 pm

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.

შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში თქვენ შეძლებთ:

  • გაეცნოთ აკრედიტებულ ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებს;
  • მიიღოთ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორობების შესახებ;
  • გაიგოთ მეტი შიდა საუნივერსიტეტო გრანტებისა და დაფინანსების სისტემის თაობაზე;
  • დაათვალიეროთ საუნივერსიტეტო კამპუსი, ბიბლიოთეკა და თანამედროვე ლაბორატორიები.

შეხვედრის ბოლოს საშუალება გექნებათ, პირისპირ გაესაუბროთ სკოლების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მისაღებად.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://ibsu.edu.ge/ღია-კარის-დღე/

გელოდებით!

📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. N2, თბილისი