სიახლეები
- Home
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- IBSU-ს აკადემიურმა პერსონალმა ERASMUS+...

- 13/05/2026
IBSU-ს აკადემიურმა პერსონალმა ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტში გაცვლით ვიზიტში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის 3-9 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამი აკადემიური პერსონალი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აკადემიური მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა Eötvös Loránd University-ში, Budapest, Hungary.
ვიზიტში მონაწილეობდნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ჩქოტუა და აფილირებული ასოცირებული პროფესორები ირმა მესირიძე და მარიამ მერკვილაძე. ვიზიტის ფარგლებში მათ სამუშაო შეხვედრები გამართეს უნგრელ კოლეგებთან, რომელთა მთავარი მიზანი იყო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება, პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა პროფესიული კონსულტაციები გამართეს ELTE-ის აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს მასწავლებლის განათლების თანამედროვე მიდგომები და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებები. ვიზიტის განმავლობაში ისინი დაესწრნენ საბაკალავრო საფეხურის სასწავლო პროცესს და ჩაატარეს ლექციები დაწყებითი და სკოლამდელი განათლების პროგრამების სტუდენტებისთვის.
ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწავლების ინოვაციური მეთოდების გაცნობასა და ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში. ამასთან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს და მასწავლებლის განათლების სფეროში საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას აკადემიური ხარისხისა და გლობალური ჩართულობისადმი.




