IBSU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ელისაბედ ორბელიანია სახელობის თარგმანის კონკურსში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ელისაბედ ორბელიანია სახელობის თარგმანის კონკურსში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში.

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები არიან:

  • ლიზი ბერიძე – ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა უილიამ სომერსეტ მოემის „ლუიზა“;
  • ნია რუბანოვა – ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონის ისტორია“;
  • რატი ღარიბაშვილი – ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, რომელმაც თარგმნა სამეცნიერო ნაშრომი „განათლებისა და კვლევის როლი უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესში“, ვ. შანაიდა, ტ. ვიტენკო, პ. დროჟდიელი, რ. მადლენაკი, ტერნოპოლის ივან პულუჟის სახელობის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი  (უკრაინა), ლუბლინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი   (პოლონეთი),  ზილინის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი);
  •  ლიზი სვანიძე – ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, თარგმნა უილიამ სომერსეტ მოემის „ლუისი“.

ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთან; სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების კოორდინატორი პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი; აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძე; თარგმნის საუნივერსიტეტო კომისიის წევრი ასოც. პროფ. დოქტ. ლელა აბდუშელიშვილი, რომელთან ერთადაც კომისიაში ასევე იყო ასოც. პროფ. დოქტ. გიგი წიკლაური.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მსგავსი პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მთარგმნელობითი საქმიანობის წახალისების კუთხით და უნივერსიტეტისთვის მუდამ საამაყოა სტუდენტების აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის შეფასებით, მსგავსი კონკურსი ხელს უწყობს სტუდენტებში თარგმანის ხელოვნების წახალისებასა და მთარგმნელობითი უნარების განვითარებას. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ კონკურსში და მაქსიმალურად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმნის პრემია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწესდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მთარგმნელებისა და ზოგადად, მთარგმნელობითი პროცესების წახალისებას ახალგაზრდებს შორის.