IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ტარდება რამდენიმედღიანი ვორქშოფი - „შესავალი ომის სწავლებაში“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ტარდება რამდენიმედღიანი ვორქშოფი – „შესავალი ომის სწავლებაში“

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ტარდება რამდენიმე დღიანი ვორქშოფი – „შესავალი ომის სწავლებაში“.

კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ომის კონცეფცია და ანალიზის დონეები, თეორიული საფუძვლები და წარმოების თანამედროვე ფორმები: საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერთავდასხმები და სხვა.

თეორიული ცოდნის გადაცემასთან ერთად, ვორქშოფი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, ხოლო სასწავლო მოდულის ფინალურ ნაწილში გაიმართება სიმულაცია, რომელის მიზანია რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებისა და კრიზისზე საპასუხო რეაქციის უნარის გამომუშავება.

თარიღი: 4-14 დეკემბერი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვორქშოფი განკუთვნილია თემით დაინტერესებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 03.12.2021

სარეგისტრაციო ბმული:  shorturl.at/gnqH4

განრიგი წესრიგი:

04/12 15:00 საათი: შესავალი ლექცია, ომის ენა და ლოგიკა

06/12 17:00 საათი: სუნ ძი – „ომის ხელოვნება“

08/12 12:00 საათი: ომის წარმოების თანამედროვე მეთოდები

09/12 16:00 საათი: სიმულაცია

თითოეული ლექციის სავარაუდო ხანგრძლივობა: 90 წუთი

დეტალური სილაბუსი იხილეთ ბმულზე: shorturl.at/jquwW

ვორქშოფის ბოლოს დაგემილია გასვილითი შექხვედრა-ექსკურსიაც.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ვორქშოფს გაუძღვება ნინო ციხელაშვილი, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამტავრებული, ჩრდ. ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის წევრი, გენ.მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოხალისე და თავდაცვის სამინისტროს სტაჟიორი.

ვორქშოფი იმართება IBSU-ს პროექტ Homecoming-ის ფარგლებში, რომლის მიზანია კურსდამთავრებულებსა და სტუდენტების შორის კავშირის შენარჩუნება, ცოდნის უწყვეტი გადაცემისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნა.