[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში

06.10.2022

ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის შეხვედრა, სადაც დაფუძნდა ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმიც.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი თანადამფუძნებელი ქართული უნივერსიტეტია. შეხვედრას უნივერსიტეტის  სახელით დაესწრო „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი.

ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში სტუდენტებისთვის არაერთ აქტივობას გეგმავს. ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრად შავი ზღვის საეღაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან დასახელდა „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი მაკარაშვილი.