[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტან გააფორმა

01.10.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიულ და კარიერულ განვითარებას, დაიგეგმება ერთობლივი პროგრამები, პროექტები და კვლევები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა English Book Education-ის წარმომადგენელი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს საჭიროებისამებრ დაეხმარება.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საერთაშორისო განათლების ტიპის ჩამოყალიბებას  და დავნერგოთ ბრიტანული განათლება საქართველოში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან და გვინდა ასეთივე მჭიდრო კავშირი გვქონდეს ადგილობრივ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან,“ – განაცხადა ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორმა, ლაშა მარკოზაშვილმა.

იბსუ-ს რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოხარულია ითანამშრომლოს ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან, დაგეგმოს და განახორციელოს საერთო პროექტები და  კვლევები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, ვისთანაც აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა.