- 361
- 0
IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ENDORSE 2023 – The European Data Conference on Reference Data and Semantics“, რომელიც ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს უყრის თავს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ კონფერენციაში წელს 600 მეტმა მონაწილემ და 80-მა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. მომხსენებლები წარმოადგენდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან, ასევე
IBSU-ს ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა ახალი პროექტი Youth Talk დაიწყო, რომლის ფარგლებში სტუდენტები ისაუბრებენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერული უნარების განვითარებას. დღევანდელ სადებიუტო შეხვედრაზე, ლექტორმა ნინო სამხარაძემ და სტუდენტებმა, ვახტანგ მანიამ, ლიზა ფარცვანიამ და მარიამ ჩიხლაძემ ისაუბრეს თემაზე – “The Power of Youth – ახალგაზრდების ძალა.”
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”. მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის შექმნაზე.
ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა, თამარ ნარინდოშვილმა IBSU-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: “კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა”. თამარ ნარინდოშვილმა ვრცლად ისაუბრა კიბერსაფრთხეებზე, თავდაცვის მექანიზმებსა და ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობაზე. ლექციის განმავლობაში ასევე მიმოიხილეს კიბერშეტევის ცნობილი მაგალითები.
IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. წლევანდელი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IBSU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, უფრო ფართომასშტაბიანი იყო. სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების შემდგომ, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროფ. დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერმა, IBSU-ს შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა. ნანა აიოვის უნივერსიტეტში ორ თვეს გაატარებს, სადაც ლიტერატურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პროგრამა უზრუნველყოფს, ჩიკაგოსა და ნიუ იორკს ეწვევა. როგორც ნანა ამბობს, მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივი, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება