- 131
- 0

2026 წლის 3-9 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამი აკადემიური პერსონალი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აკადემიური მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა Eötvös Loránd University-ში, Budapest, Hungary. ვიზიტში მონაწილეობდნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ჩქოტუა და აფილირებული ასოცირებული პროფესორები ირმა მესირიძე და მარიამ მერკვილაძე. ვიზიტის ფარგლებში მათ სამუშაო შეხვედრები გამართეს

brAInvest Hackathon-ზე რეგისტრაცია იწყება! 23-24 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება brAInvest Hackathon – ორდღიანი ინოვაციური ჰაკათონი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის. ჰაკათონის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა მეწარმეობაზე დაფუძნებულ განათლებაში, მათი ინოვაციური აზროვნების განვითარება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. მონაწილეები ჰაკათონში ჩაერთვებიან 3-5 წევრიან გუნდებად. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიადუალურად. ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მონაწილეები რეგისტრაციის დროს შექმიან გუნდებს. 48

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორანტს, ალექსანდრე ნესკეს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ნესკემ მდგრადი ციფრული და ბიზნესის ტრანსფორმაციის მიმართულებით საჯარო ლექცია გამართა სკოლის აკადემიურ პერსონალისა და სტუდენტებისათვის. ცალკე სესიის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა და სემინარი თემაზე: „მდგრადობა და პროდუქტების ციფრული პასპორტი (DPP) – ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და უშუალოდ გაეცნონ სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს იუსტიციის სახლში. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო აუდიტური ქსელის – SFAI Georgia-ს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში წარიმართა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების, მათ შორის, ერთობლივი პროექტებისა და პროფესიული განვითარების ინიციატივების განხილვას. უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, გოდერძი ბუჩაშვილმა SFAI Georgia-ს წარმომადგენლებს
