- 28/04/2017
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 127
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი- სალომე კვარაცხელია. შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ისუტიციის უმაღლესი სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის პრინციპები. იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალ პროფესიულ სწავლებას.
შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოიწვიეს კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვასილ გონაშვილი. ბატონი ვასილი არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და შესაბამისად, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში უშუალოდ ჩართული პირისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შეტანაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. სტუმარმა ისაუბრა ადამიანის ძირითადი უფლებების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და კონსტიტუციის გადასინჯვის თავებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ
თანამედროვე მედია სამართალი-ლექცია ამ სახელწოდებით, „პალიტრა ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა. ინტერაქციული ლექციის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიცეათ განეხილათ ისეთი საკითხები როგორიცაა მედიის როლი, მისი შექმნის პროცესი და მაყურებლის უფლებები. „მედია სამართალი ერთ-ერთი დისციპლინაა, რომელსაც ჩვენ სამართლის ფაკულტეტზე ვასწავლით. ამიტომ, პრაქტიკოსი იურისტის ლექცია ჩვენი სტუდეტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, ვგეგმავთ „პალიტრა
პროექტი ,,დანაშაულიდან მართლმსაჯულებამდე“ სტუდენტებს მისცემს საშუალებას შეიძინონ თეორიული ცოდნა და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც დაკავშირებულია პროცესის მონაწილე სუბიექტების: ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის, პროკურორის, ექსპერტ-კრიმინალისტის, ადვოკატისა და სასამართლოს საქმიანობასთან. პროექტი მოიცავს ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან სტუდენტები შეისწავლიან თითოეული სუბიექტის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცესუალურ უფლება-მოვალეობებს და მათი პრაქტიკაში განხორცილების (გამოყენების) წესს. მეორე ეტაპზე მოხდება