- 28/04/2017
- By Guja
- In Law and State Governance School
- 127
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი- სალომე კვარაცხელია. შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ისუტიციის უმაღლესი სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის პრინციპები. იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალ პროფესიულ სწავლებას.
შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოიწვიეს კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვასილ გონაშვილი. ბატონი ვასილი არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და შესაბამისად, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში უშუალოდ ჩართული პირისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შეტანაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. სტუმარმა ისაუბრა ადამიანის ძირითადი უფლებების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და კონსტიტუციის გადასინჯვის თავებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ
Sorry, this entry is only available in Geo.
Sorry, this entry is only available in Geo.