- 28/11/2023
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 207
- 0
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – “კემპი” მე-5 ნაკადი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აქციების მფლობელი
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირდებით „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა სტუდენტებს ყალბი ინფორმაციის სახეები გააცნო და კონკურსთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ყაზახეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი, კონსული, იერლან აბიშევი IBSU-ში ყაზახ სტუდენტებს შეხვდა. იერლან აბიშევი გაეცნო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოში.
ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორს, მარიო ნოუგებაუერს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 5 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს დრეზდენის