სიახლეები
- 15/03/2022
პანელური დისკუსია თემაზე “რუსეთ-უკრაინის ომი”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“
პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა:
- ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
- შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი;
- გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი.
- დავით ბრაგვაძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთის ინტერესები და ქმედებები, ე.წ. „ნოვორასიას“ პროექტი, მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები. შეხვედრის მეორე ნაწილი დარბაზთან კითხვა-პასუხს დაეთმო.