პანელური დისკუსია თემაზე "რუსეთ-უკრაინის ომი" - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პანელური დისკუსია თემაზე “რუსეთ-უკრაინის ომი”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“

პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა:

  • ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
  • შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი;
  • გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი.
  • დავით ბრაგვაძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთის ინტერესები და ქმედებები, ე.წ. „ნოვორასიას“ პროექტი, მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები. შეხვედრის მეორე ნაწილი დარბაზთან კითხვა-პასუხს დაეთმო.