- 22/11/2018
გთხოვთ, შეამოწმოთ ფინალური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გთხოვთ, გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართოთ საგამოცდო ცენტრს (A307) 26 ნოემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს განცხადებითა და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან 2 კალენდარულ დღეში;
„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ სამშაბათს, 27 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის დონაციის დღეა. 1000 – 1400 საათამდე გაიმართება საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. A კორპუსი, ოთახი 106 (ექიმის კაბინეტი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს – პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, – ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. კონფერენციაზე მოქმედებს ორი სექცია: I სექცია – პროფესორ იროდიონ
ესეების კონკურსი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.
✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“So You Think You Can Speak?!”. მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ 🥇პირველი,🥈მეორე და 🥉მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში
იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებულნი ხართ გაცვლითი პროგრამებით, 15 ნოემბერს 15:00-16:00 საათზე გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, ა101 აუდიტორიაში.
საქართველოს გაეროს ასოციაცია აცხადებს სტუდენტურ ესეების კონკურსს ლტოლვილთა სამართალში. აღნიშნული კონკურსი ტარდება UNHCR-ის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაციის ,,ლტოლვილთა და მიგრაციის” პროგრამის ფარგლებში. კონკურსის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ლტოლვილთა/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. დეტალური ინფორმაცია სტუდენტური კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.jobs.ge/193031/?fbclid=IwAR1k-4oUT5nVXT94cswwL746kkGKm6KVCUPkmdPkcm8THvrMqvKXM8luiKY
დღეს, 7 ნოემბერს, სამართლის ფაკულტეტმა უმასპინძლა ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც გააცნეს სტუდენტებს კურსის სპეციფიკა მიზნები და ამოცანები. სამართლის ფაკულტეტი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად ითანამშრომლოს ადვოკატთა სკოლასთან. ადვოკატთა სკოლა არის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი ტრენინგ კურსი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისა, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისთვის. პროექტის მიზანია მსმენელების სამართლებრივი კუთხით განვითარება, პროფესიული კომპეტენციის გაზრდა და ეფექტური უნარ-ჩვევების
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭომ ცვლილებების თაობაზე იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანია დაიწყო. ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალ წესთან დაკავშირებით იურიდიული საზოგადოების ინფორირების კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა