IBSU-ს სტუდენტებმა JACAFA Foundation-ის 2026 წლის General Assembly შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტებმა JACAFA Foundation-ის...
IBSU-ს სტუდენტებმა JACAFA Foundation-ის 2026 წლის General Assembly შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
  • 24/04/2026

IBSU-ს სტუდენტებმა JACAFA Foundation-ის 2026 წლის General Assembly შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ JACAFA Foundation-ის 2026 წლის General Assembly შეხვედრაში, რომელიც ტაშკენტში, უზბეკეთში გაიმართა.

ღონისძიებაში უნივერსიტეტი წარმოადგინეს JACAFA-ს სტიპენდიანტებმა: საბა გულბათაშვილმა, საბა ელიბაშვილმა და დემეტრე ნადირაძემ. შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მონაწილეთა მიერ სხვადასხვა პროექტის წარდგენას დაფინანსების მოსაპოვებლად, რის შემდეგაც JACAFA-ს სხვა წევრები პროექტებს აფასებდნენ და კენჭს უყრიდნენ.

JACAFA Scholarship წარმოადგენს ორწლიან საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას, რომელსაც ახორციელებს Japan Central Asia Friendship Association (JACAFA) და აფინანსებს Nippon Foundation. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში წარმატებული, აქტიური და მოტივირებული სტუდენტების გაერთიანებას, მათი ლიდერული უნარების განვითარებას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო პროექტებსა და კულტურულ დიალოგში ჩართულობის ხელშეწყობას.