• IBSU-ში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა

    IBSU-ში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ სასურველ პროფესიებს, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები და მეგობრები. დასკვნით ღონისძიებაზე ბანაკის ტრენერები და მონაწილეები სერტიფიკატებით და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილთა განწყობაზე კი IBSU-ს მუსიკალურმა ბენდმა იზრუნა.

  • IBSU-ს კურსდამთავრებულთა შეკრება

    IBSU-ს კურსდამთავრებულთა შეკრება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო ‘ბილტმორმა’ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.

  • IBSU-ს სტუდენტებმა განათლების სტუდენტურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

    IBSU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებმა, ხატია ბერიძემ, მარიამ კუპატაძემ და თამარ შიოშვილმა, მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ განათლების სტუდენტურ კონფერენციაში. სტუდენტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების პრეზენტაციები თემატურად ფარავდა განათლების ყველა საფეხურს. კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები მაგისტრანტთა კვლევის თემატიკების შესაბამისად.  

  • IBSU-მ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის  საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა

    IBSU-მ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს  ეროვნული ოფისის  საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და IBSU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს “ჰორიზონტი ევროპას” ჩარჩო პროგრამა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხები.

  • IBSU-მ CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა

    IBSU-მ CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველ კონკურსში გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს სერტიფიკატები გადასცა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო

  • IBSU-ს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია

    IBSU-ს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია

    IBSU-ში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასა და ხელშეწყობას და სხვა აქტივობებთან ერთად სისტემატურად ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES