- 09/11/2022
- By მარიკა
- In IBSU ბლოგი
- 155
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს დავამთავრე. ამჟამად ჰელსინკის უნივერსიტეტში ევროპული და ნორდიკული ქვეყნების კვლევებზე ვსწავლობ, კერძოდ მიმართულება ნორდიკული ქვეყნების პოლიტიკა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა სტიპენდიის მოპოვებაში და კვლავ მეხმარება აქ ლექციების მსვლელობის პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: ,,სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი” ფარგლებში სიმულაცია ,,არომათერაპია” მოეწყო. მოწვეული ლექტორი- ციცი ჯანგიძე. სიმულაციის შემდეგ სტუდენტებმა იმსჯელეს არომათერაპიის როლსა და მნიშვნელობაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი ესტუმრა. რიშელ როჯერსი შეხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორს, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანს, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს დალი ოსეფაშვილს და მაგისტრანტებს. შეხვედრაზე მან მასტერკლასი ჩაატარა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა დეზინფორმაცია. ამერიკელმა პროფესორმა მაგისტრანტებს დიპ ფეიქების (ყალბი ვიდეო ამბების) გამოვლენის ხერხები გააცნო, ამერიკული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,თავისუფლება თუ მშვიდობა?!”. საჯარო ლექციას დავით ტურაშვილი წარუძღვა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დავით ტურაშვილის შემოქმედებას, ემსჯელათ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის (ეთიკის საკითხები ბუღალტრულ აღრიცხვაში საგნის) სტუდენტები ეწვივნენ აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს. ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს