- 277
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გამართა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლეს არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ საინფორმაციო სესიას უმასპინძლა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ, ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრას უმასპინძლა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დროს ისაუბრეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ხაზი გაესვა პროგრამებს, რესურსებსა და აქტივობებს. შეხვედრა ასევე გაიმართა ონლაინ რეჟიმშიც.
IBSU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ნინო სისაურმა Global UGRAD-ის გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა და შემოდგომის სემესტრი ამერიკაში, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში გაატარა. “წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის, რომელმაც განმავითარა და დიდი გამოცდილება შემძინა. გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ღირებული ცოდნა, რომელმაც საშუალება მომცა საკუთარი თავი სასურველ პროფესიაში დამენახა. სამხრეთ დაკოტას
ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები და გამარჯვებულ მოსწავლეთა სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: 5-8 კლასები 9-10 კლასები 11-12 კლასები გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომების მისაღებად უნდა მობრძანდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ (უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101).
კარიერის დაგაგმვისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე – “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად.” შეხვედრას უძღვებოდა Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ტურაშვილი. სტუდენტები გაეცნენ დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე მიიღეს პროფესიონალური რჩევები პირველი გასაუბრებისთვის.