- 05/05/2022
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 208
- 0
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 2022 წლის 2 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო გლობალური გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა შზსუ-ს რექტორი, ბატონი საფფეტ ბაირაქთუთანი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. გამოიცა კონფერენციის სტატიათა კრებული – „მონოგრაფიების სერიიდან – მსოფლიო გლობალური გამოწვევები“ (https://doi.org/10.36073/978-9941-28-871-5).
დღეს IBSU-ში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში, განთავსდა სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო სამახსოვრო ჩანაწერის გაკეთება და ამით ომში დაღუპული გმირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება. კამპანია განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის 4 Peace In Ukraine ინიციატივითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
29 აპრილს იბსუს კამპუსში ჩვენი პირველი გაცნობითი ივენთი „Come and Beez Us“ ჩატარდა . თამაშში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც იბსუს სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესპერსონის ამპლუაში, სახალისო და საინტერესო აქტივობების მეშვეობით – თანაც, პრიზებით დატვირთულებს! მადლობას ვუხდით ჩვენს ჟიურის წევრებს – თეა კბილცეცხლაშვილს – იბსუს ვიცე-რექტორი, თამარ შოშიაშვილს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში. ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში (AUF Géorgie) თამარ ღარიბაშვილი და სააგენტოს ფრანგი სტაჟიორი საბრინა ფაგე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტი სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ფრანკოფონიის სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთის არსებული პროექტები, როგორც ლექტორებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში მსოფლიოს 116 ქვეყნის 944 უნივერსიტეტია გაწევრიანებული. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი