- 217
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკარის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ქართველმა პოეტმა, პროზაიკოსმა, ესეისტმა, ლექტორმა და ტელეწამყვანმა, გიორგი კეკელიძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე “წიგნი – კაცობრიობის მეხსიერების ჯამი.” გიორგი კეკელიძემ ვრცლად ისაუბრა წიგნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე. ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე 30 აპრილს აღინიშნება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა European Language Institute-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს გერმანიაში პრაქტიკის გავლის საშუალება და საზაფხულო დასაქმების შესაძლებლობები ექნებათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა რამდენიმე ახალ პარტნიორ უნივერსიტეტთან: Humber Polytechnic PAR University of Applied Sciences Istinye University KHAZAR UNIVERSITY Metropolitan University Prague WSEI University
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ორგანიზებით, კომპანია ‘ჯეპრას’ წარმომადგენლებმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. სტუდენტები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას და შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ დასაქმების რეალური შეთავაზება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ბულგარელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, მარიამ რაზმაძეს, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელს, გიორგი ცუცქირიძეს, ლექტორს გიორგი გაბუნიასა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინი ჩალაბაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.