2019 წლის 22 თებერვალს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტის „სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის“ მეშვიდე ეტაპის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება. 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ფაკულტეტის სტიპენდიანტი გახდა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ეთერი გლურჯიძე. პროექტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10-მდე სტუდენტი დაჯილდოვდა მიმდინარე სწავლის გადასახადზე 10%-იანი ფასდაკლებით, იბსუს ტრენინგ-ცენტრში მათთვის სასურველი ერთი ტრენინგით
27 თებერვალს 12:00 საათზე, ა 101 ოთახში, იბსუ-ს საერთაშორისო კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: ,,არის თუ არა დღეს მსოფლიო უსაფრთხო”. მომხსენებლები : ნიკა ჩიტაძე, ზურა იაშვილი და მურად მიქელაძე
✅სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში აგრძელებს პრაქტიკული სამართლის კურსს “Street Law”-ს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ✅პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა:👨🎓გიორგი ჯანიაშვილმა და 👨🎓მარიამ კაიშაურმა წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე: 🥇„ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ 🥈 ჩაგვრა ე.წ “Bullying” 🎯ლექციები ორიენტირებულია, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწისა და განვითარებისკენ.
საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტიდან ქეისების შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა: ზურა ცირამუამ, თეკლა ლობჟანიძემ, კახი კახიანმა, გიორგი მაისურაძემ, ქეთი მარგალიტაშვილმა და ნანა გოგოხიამ. ჩვენმა სტუდენტებმა საჩუქრად პირველი საპრიზო
ყურადღება! საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება იწყებს ახალ საინტერესო და კრეატიულ პროექტს iribsu.ge!!!! ეს არის სტუდენტური ბლოგი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის, რომელსაც თავად სტუდენტები და ლექტორები შექმნიან! თქვენ შეგიძლიათ წეროთ თქვენს სტუდენტურ გამოცდილებაზე, სხვადასხვა ხრიკებზე, თუ როგორ ახერხებთ, იყოთ წარმატებული სტუდენტები და აქტიური მოქალაქეები, ან რა გამოწვევები არსებობს თქვენს ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში; თქვენ შეგიძლიათ წეროთ