- 08/12/2017
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 161
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტები მონაცემთა სპეციალისტს, ვინჩენცო ლაგანის შეხვდნენ. ვინჩენცო ლაგანი იტალიელი მეცნიერია,რომელიც სტატისტიკური მეთოდების განვითარებაზე, პროგრამული ინსტრუმენტების ანალიზსა და მაღალ განზომილებიან მონაცემთა ინტეგრაციაზე მუშაობს. ლექციაზე მან ისაუბრა მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე და მათ აპლიკაციებზე, ასევე, სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც მონაცემთა სტატისტიკის ანალიზისთვის და ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენება.
8 დეკმბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მეორე კურსის სტუდენტებმა ნიკოლოზ ნარუშვილმა და ნიკოლოზ სვანიძემ ინფორმატიკის ოლიმპიადაში სამხრეთ კავკასიის მასშტაბით 1ადგილი დაიკავეს. რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.
2017 წლის 7 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა პირველკურსელ სტუდენტთა მშობლებს. შეხვედრა გახსნა და ფაკულტეტის თანამშრომლები წარადგინა ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა. ფაკულტეტის წარმომდგენლებმა გააცნეს სტუმრებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან პროექტებზე, რომლებსაც ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრის დასასრულს, მშობლებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ლექტორებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან