- 08/04/2025
- By მარიკა
- In IBSU ბლოგი
- 74
- 0
გაიცანით ნატა ტოლიაშვილი, IBSU-ს ბიზნესის სკოლის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წყალობით, წილად მერგო ულამაზესი თავგადასავლის ნაწილი ვყოფილიყავი ქალაქ პრაღაში, სადაც განათლება ერწყმის ისტორიას და ყველაფერი დროში მოგზაურობას ემსგავსება. IBSU-მ მომცა შესაძლებლობა, განათლება მიმეღო ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, NEWTON University-ში და ამეხდინა ბავშვობის ნატვრა, გამეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ. საერთაშორისო
ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა. ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ. ვრცლად:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დელეგაცია, საქართველოში გერმანული უმაღლესი სასწავლებლების რექტორების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, გერმანული და ქართული უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტში Matchmaking Event-ს დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ არსებულ და პოტენციურ გერმანელ პარტნიორებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გამართა, რომელსაც უძღვებოდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მომზადების ტექნიკები და სხეულის ენის სწორად გამოყენება. საჯარო გამოსვლების ჩემპიონატზე განიხილეს შემდეგი საკითხები: რიტორიკისა და ორატორული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ვერბალური და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU-ს გუნდი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის რჩეულია. ვრცლად: