- 196
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგული საინვესტიციო კომპანია Axatya Investment-ის წარმომადგენელს ჩარლზ გუტონ ისნარდს უმასპინძლა. შეხვედრას უმასპინძლეს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი პროფ. მარიამ რაზმაძე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და სკოლის მენეჯერი – თამარ მშვიდობაძე, ასევე კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები – დავით ცირამუა და ნატო გოგოშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე, გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელო ნანა იაშვილი, თანახელმძღვანელი ნინო წითლანაძე და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი. აბიტურიენტები გაეცნენ შემოქმედებითი ტურის პირობებს, საგრანტო შეთავაზებებსა და დაათვალიერეს კამპუსი. ღია კარის დღეზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით და აფილ. ასოცირებული პროფესორის ეკატერინე ბაკარაძის უშუალო ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურში – “So You Think You Can Speak?!”. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდა სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, რომლის განცხადებით, საჯარო გამოსვლის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Syntax-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და Syntax-ის დირექტორმა სალომე მახარაძემ. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლის დეკანს და პროგრამის ხელმძღვანელს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სხვადასხვა კურსების შემოთავაზება. ასევე, IBSU-ს კარიერის განვითარების სამსახურის
სამეცნიერო ბაზებთან დაკავშირებით IBSU-ს ბიბლიოთეკაში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გააცნეს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი სამეცნიერო ბაზები, მათი ძიებისა და გამოყენების საშუალებები. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ინფორმაციული რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარება და აკადემიური კვლევის მხარდაჭერა.