- 24/01/2024
- By ანი დავითაშვილი
- In IBSU მედიაში
- 364
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა. ვრცლად : bit.ly/3u4IPW9
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვრცლად:bit.ly/3OaDdk8
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობითვე, აღნიშნული პროგრამა, გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან თანამშრომლობის შედეგად გამოცხადდა. ვრცლად: bit.ly/3HtECOG
„საქართველოს ბანკის“ და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობით, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის „ქეისების“ კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. საწყის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სამი ტურის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედეგად ჟიურიმ 22 ნახევარფინალისტი შეარჩია, მათგან კი ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/762500-harvardis-biznes-skolis-keisebis-konkursis-gamarjvebuli-cnobilia
მოქმედი მედია პროდიუსერები IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და მათი სიუჟეტების იდეებს გაეცნენ. ღონისძიება გაიმართა საგან ‘სატელევიზიო ახალი ამბების’ ლექტორის თამარ მშვენიერაძის ორგანიზებით, რომელიც მიზნად ისახავდა დასკვნითი გამოცდის წინ სტუდენტები აღმოჩენილიყვნენ რეალურ სამუშაო სიტუაციაში და გაევლოთ ე.წ. ფიჩინგის (სიუჟეტის თემის ინიციირების) პროცესი, რომლის დროსაც რეპორტიორებს რედაქციის წინაშე უხდებათ საკუთარი იდეების წარდგენა, დაცვა და კორექტირება. რედაქციის საბჭოს