- 19/03/2025
- By მარიკა
- In IBSU მედიაში
- 167
- 0
განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. ვრცლად
IBSU-ს რექტორის კახა შენგელიას ინიციატივითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, პირველკურსელთათვის სამშვილდის ნაქალაქარზე ლაშქრობა მოეწყო. სტუდენტებმა კომპანია Teamboat-ის დახმარებით სხვადასხვა გუნდურ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ლაშქრობის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს სამშვილდის კომპლექსი და მასში შემავალი კულტურული ძეგლები.
IBSU-ს ბიბლიოთეკამ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის 19 მარტს სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და შეაფასონ სამეცნიერო ინფორმაცია სხვადასხვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი უფასო ტრენინგი ‘ბიზნეს ანბანი’ ჩაატარა. მოსწავლეები ტრენინგზე გაეცნენ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებს, მათ შორის მარკეტინგს, მენეჯმენტს, ბუღალტერიას, ფინანსებს და ტურიზმს. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს Game Fest 2025 უმასპინძლა. ორდღიან მრავალპროფილურ ფესტივალში, რომელიც IBSU-ს მხარდამჭერით ჩატარდა, 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. Game Fest 2025 მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: სტუდენტური ჩემპიონატი CS2 2v2 სასკოლო ჩემპიონატი 1V1 league of legends FC 25 სასკოლო ჩემპიონატი რეტრო გეიმინგის გამოფენა ტექნიკის ექსპო სამაგიდო თამაშების გამოფენა გეიმინგ/ანიმე სუვენირების