[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბების წერის ტექნიკებს და ფოტოჟურნალისტიკას. ასევე ტრენიგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა "სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის”  უფასო ტრენინგს უმასპინძლა. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს, მის მნიშვნელობასა და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე "მედიაციის როლი ბიზნეს დავების გადაწყვეტის პროცესში." ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს მედიაციის არსი გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის, მედიაციის შესახებ. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე, ასოც. პროფესორი ლალი მიქელაძე და მოწვეული ლექტორი ნინო დევიძე შეხვდნენ ინოვაციების, განათლებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე დიაზ არდილას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO), რომელიც მდებარეობს მადრიდში, ესპანეთში. IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების თანამშრომლებს და სტუდენტებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ბრაგანცას პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ერაზმუს + - ის გაცვლით პროგრამაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინფორმატიკისა და ბიზნესის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 10 ნოემბერი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გივი ლობჟანიძის წიგნის ‘ნი­კო ნი­კო­ლა­ძე – ს­ამართლებრი­ვი პარადიგმები' პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც, თემატურად, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას ერთი სამართლებრივი სივრცისა და მთელის კატეგორიაში აქცევს. იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის გენერალ-მაიორი გივი ლობჟანიძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი რობერტ მაკკენზი ესტუმრა. რობერტ მაკკენზი 45 წელზე მეტია, რაც საგადასახადო სამართლის სფეროში მოღვაწეობს აშშ-ში და ახორციელებს შიდა შემოსავლების სამსახურისა და სამთავრობო უწყებების წინაშე კლიენტების წარმომადგენლობას. რობერტ მაკკენზის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიცავდა ორკვირიან სასწავლო კურსს „სამართლებრივი ინგლისური ენის“ ფარგლებში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსში მიმოხილული იყო ამერიკის