პროგრამის მიზანი

არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

  • არქიტექტორის პროფესიისათვის ფართო თეორიულ-პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც სტუდენტი დაეუფლება საპროექტო არეალის მახასიათებლებს შესწავლის არსებულ სამშენებლო ნორმატივებს, რათა სტუდენტს ჩამოუყალიბოს პროფესიონალური არქიტექტურული პროექტის შექმნის უნარი.
  • სტუდენტს მისცეს ცოდნა არქიტექტურის ისტორიის თეორიულ ასპექტებზე; პროექტირების/კონცეფციების ხორცშესხმისთვის აუცილებელ პროცედურებზე, ქალაქმშენებლობის პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების და საინჟინრო საკითხების შესახებ.
  • მოამზადოს დარგის სპეციალისტი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
  • სტუდენტებმა შეძლონ არქიტექტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად და მოახდინონ მისი ეფექტური წარდგენა დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

 

სწავლის შედეგები

არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ჩამოუყალიბდებათ სპეციალობისთვის აუცილებელი შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე  არქიტექტურის პროგრამაზე მოსახვედრად აბიტურიენტი გადის შემოქმედებით ტურს. შემოქმედებითი ტური გულისხმობს გასაუბრებას ხატვაში. აბიტურიენტი (მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე პირი), რომელიც გამოხატავს სურვილს ჩაირიცხოს IBSU-ში, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გამოხატავს სურვილს IBSU-ში გადმოვიდეს მობილობის წესით არქიტექტურის პროგრამაზე ვალდებულია გაიაროს შემოქმედებითი ტური.

სარეგისტრაციო ბმული

ტურის ჩატარების წესი

შეფასების კრიტერიუმები / Assessment

პორტფოლიოს ნიმუში / Portfolio Sample

შემოქმედებითი ტურის წესი / Creative Contest Rule

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/).

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაციაარქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენაქართული
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS

კონტაქტი

პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი წანაწყენიშვილი
ელ-ფოსტა: gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
ოთახი: A310

 

პროგრამა