პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.

 

სწავლის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.

 

დასაქმება

საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.

 

პროგრამაზე მიღება

საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე  არქიტექტურის პროგრამაზე მოსახვედრად აბიტურიენტი გადის შემოქმედებით ტურს.

შემოქმედებითი ტური გულისმობს გასაუბრებას ხატვაში. აბიტურიენტი (მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე პირი), რომელიც გამოხატავს სურვილს ჩაირიცხოს IBSU-ში, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გამოხატავს სურვილს IBSU-ში გადმოვიდეს მობილობის წესით არქიტექტურის პროგრამაზე ვალდებულია გაიაროს შემოქმედებითი ტური.

სარეგისტრაციო ბმული 

ტურის ჩატარების წესი

შეფასების კრიტერიუმები / Assessment 

პორტფოლიოს ნიმუში / Portfolio Sample

შემოქმედებითი ტურის წესი / Creative Contest Rule

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი

ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია : არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა ინგლისური

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/ ).

 

კონტაქტი

ელფოსტა: gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: + 995 322 800 064
ოთახი:  # A310
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო

 

პროგრამა