შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია ადამიანური რესურსების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
· ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
· უმაღლესი განათლების სპეციფიკის ცოდნა;
· უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის მოტივაცია;
· ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
· მართვისა და ლიდერობის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაცია;
· დეტალებზე ორიენტირება;
· შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი;
· პრობლემების გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აგვისტო. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.