- მთავარი
- /
- პროგრამები
- /
- სადოქტორო პროგრამები
IBSU-ს სადოქტორო პროგრამაზე ირიცხება პირი, რომელმაც მოიპოვა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მის მიერ უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და რომელიც აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამით დადგენილ წინაპირობებს (უცხო ენის ცოდნა / გასაუბრების წარმატებით გავლა / საკვლევის თემის პროექტის დადებითად შეფასება და ა.შ.).
განმცხადებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის დადგენილ წინაპირობებს, ფორმდება ხელშეკრულება და გამოიცემა ჩარიცხვის თაობაზე რექტორის აქტი.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საკვლევი თემის პროექტი (არანაკლებ ხუთი გვერდი) მისი სამომავლო კვლევის სფეროში, რომელსაც აფასებს შესაბამისი დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს მიერ შექმნილი მიმღები კომისია. მიმღები კომისია შედგება დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს არანაკლებ 3 (სამი) წევრისა (პროგრამის ხელმძღვანელის ჩათვლით) და შესაბამისი დარგის არანაკლებ 2 (ორი) წარმომადგენლისაგან.
საკვლევი თემის პროექტის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მიმღები კომისია აფასებს საკვლევი თემის პროექტს, ხოლო მეორე ეტაპზე იმართება ინტერვიუ, რომლის შედეგები ფორმდება ოქმის სახით და ხელს აწერს მიმღები კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
საკვლევი თემის პროექტი და ინტერვიუ ფასდება რუბრიკის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სადოქტორო პროგრამით. ამავე ეტაპზე, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებითა და სტუდენტთან შეთანხმებით ინიშნება თემის სავარაუდო ხელმძღვანელი სასწავლო კომპონენტის შემდგომ განსახორციელებელი კვლევითი კომპონენტის მიზნებისათვის. ამასთან, თემის სავარაუდო ხელმძღვანელი ვალდებულია, სასწავლო კომპონენტის ათვისებისათვის, კვლევითი კომპონენტის მიზნებიდან გამომდინარე, სტუდენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდება
სადოქტორო პროგრამები:
1 – განათლების მეცნიერებები – რეგისტრაცია
2 – ამერიკისმცოდნეობა – რეგისტრაცია
3 – ბიზნესის ადმინისტრირება – რეგისტრაცია
4 – კომპიუტერული მეცნიერება – რეგისტრაცია
საბუთების ჩამონათვალი: