[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ექიმი

ექიმი – შესაბამისი სამედიცინო განათლების, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პირი:

  • ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო საქმიანობის წარმართვას მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;
  • სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, წერილობით ასახავს ინფორმაციას გაწეული სამედიცინო დამხარების შესახებ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამედიცინო დოკუმენტაციაში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერები;
  • ხელს უწყობს უნივერსიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახდენს დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მოძიებასა და უნივერსიტეტში გავრცელებას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლს;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის ხარისხიანი, უსაფრთხო და უფასო სამედიცინო გადაუდებელი/გეგმიური მომსახურების მიწოდებას;
  • პერიოდულად წარუდგენს განყოფილების უფროსს საჭირო მედიკამენტების, სამედიცინო – სახარჯი მასალებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალს;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იცავს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობას;
  • ასრულებს ექიმის ფიცს;
  • მონაწილეობას იღებს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობის თანამედროვე მედიცინის მიღწევებისადმი მისადაგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
  • თავისი საქმიანობის წარმართვისას, ხელმძღვანელობს პროფესიული სტანდარტებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით.