- 29/04/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 412
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სრულად დაფინანსებულ ვორქშოფების სერიას უმასპინძლა. ღონისძიება გაიმართა ამერიკის ისტორიის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად და მიზნად ისახავდა მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ვორქშოფების თემა იყო – „ამერიკული AI ინსტრუმენტების გამოყენება ენის სწავლებაში“ (Leveraging American AI Tools for Language Education). მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს სამშენებლო-საპროექტო კომპანია Spectrum Architecture-ის წარმომადგენელი შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით პირველად მიმდინარე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის შესახებ – „Shaping the Future – Together“. კონკურსი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის არქიტექტურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის და გაიმართება 8 მაისს, Hilton Tbilisi-ში. კონკურსის სამი გამარჯვებული მიიღებს სრულად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა სოციალური პროექტის – „ერთად მომავლისკენ“ – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ ფარგლებში და მიზნად ისახავს სომხურენოვანი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში, პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ინფორმაციის მიწოდებას, ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და ქართული ენის პრაქტიკაში გამოყენების

2026 წლის 25-26 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით, „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური ჩაატარა. ოლიმპიადა სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის. დასკვნით ტურში მონაწილეობა მიიღო რეგიონულ ეტაპზე შერჩეულმა 114 საუკეთესო მოსწავლემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

ერაზმუს+ თანამშრომლების მობილობის პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ ბრუნო ვიეირას , პარტნიორი უნივერსიტეტიდან – ISAG. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ვიეირამ სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „Mastering the Art of Collaboration and Citations“, სადაც განხილული იყო აკადემიური თანამშრომლობის ეფექტური სტრატეგიები, სამეცნიერო ნაშრომებში ციტირების მნიშვნელობა და თანამედროვე კვლევითი სტანდარტები. ლექციის დასრულების შემდეგ ბრუნო ვიეირა შეხვდა

ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში. ვიზიტი განხორციელდა სასტუმროს მენეჯმენტისა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სასწავლო კურსების ფარგლებში. მასპინძელმა მხარემ სტუდენტებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ტიპის ნომრები, საკონფერენციო სივრცეები, სპა ცენტრი და ფიტნეს დარბაზი. სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური პასუხები მათთვის
