[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის შეხვედრა

16.03.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით სს „ბიზნეს ჯორჯიას“ დამფუძნებელთან, მასუდ რეზაისთან, ტრენინგების კოორდინატორთან, მოჰამად ჰოსეინ ბაგიანთან საქმინაი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტთა ჩართულობის გაზრდას ბიზნეს გეგმების მომზადებასა და ბიზნესის წარმოებაში. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ იდეები სს „ბიზნეს ჯორჯიას“ მიერ ინიცირებულ „საინვესტიციო ფორუმზე“, რომელსაც  წამყვანი საერთაშორისო ინვესტორები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „მომავალ ლიდერთა კლუბის“ ჩამოყალიბებაც, რომელშიც, ასევე ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.