[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები

25.04.2016

21-22 აპრილს, კომპიუტერული ტექნოლოგიების და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის და ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში 21 აპრილს, პარალელური გამოთვლების შესახებ სემინარი გაიმართა.

შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე კარლოს რუფინო ამარო გაუძღვა. სპიკერმა პარალელური გამოთვლების რაობაზე და მათი გამოყენების მეთოდებზე ისაუბრა.

სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და პრაქტიკული რჩევები მისცა.

ვიზიტის ფარგლებში, მორიგ შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის სკოლის ვიცე-დეკანი მარია ვარანდა პერეირა გაუძღვა. მან ბრაგანცას უნივერსიტეტის, ტექნოლოგიის სკოლისა და გაცვლითი პროგრამის (ICM) შესახებ ისაუბრა.