დისკუსიების სერიები მრგვალი მაგიდის ფორმატში
21.10.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა ’’დისკუსიების სერიები მრგვალი მაგიდის ფორმატში“ ღონისძიების პირველი სერია გამართა. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყო ექსპერტი ლევან კალანდაძე.
მან ისაუბრა სტუდენტების მიერ შერჩეულ თემაზე: ’’სავალუტო კრიზისები საქართველოში: გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები“. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება სისტემატური ხასაითის იქნება, შემდეგი სერია ნოემბრის თვეში იგეგმება.