[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

”ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“

10.11.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ”ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“.

ლექციის ფარგლებში, სტუმარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს უდგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ასევე, გააკეთა შედარებითი ანალიზი რეგიონის სხვა ქვეყნების მაგალითზე და შეეცადა აეხსნა სტუდენტებისთვის, რა ეტაპზეა ქვეყანა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მხარის განხორციელების თვალსაზრისით. მოხსენების შემდეგ ბატონმა არჩილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პერსპექტივებს აშშ-ში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ეკონომიკურ გამოწვევებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში და სხვ.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის შესაბამის საჯარო დაწესებულებაში პროფესიული ვიზიტი განხორციელდება.